გიგი უგულავა:  დარწმუნებული ვარ, რიხით დაწყებული გამოძიებები ბლუყუნში გადაიზრდება

გიგი უგულავა: დარწმუნებული ვარ, რიხით დაწყებული გამოძიებები ბლუყუნში გადაიზრდება

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ მის მიმართა აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, რიხითა და ტელეშოუებით დაწყებული გამოძიებები ბლუყუნში გადაიზრდება, - ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაო სასამრთლოში, წინა სასამრთლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ამასთან, როგორც უგულავამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ არსებითი განხილვისას უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"არსებითი განხილვა ნიშნავს იმას, რომ მხარეები წარმოადგენენ მტკიცებულებებს. დარწმუნებული ვარ, რიხითა და ტელეშოუებით დაწყებული გამოძიებები სასამრთლოზე ბლუყუნში გადაიზრდება. ჩვენ ჩვენი სიმართლის გვჯერა. დარწმუნებული ვარ ჩემ უდანაშაულობაში. იმასაც მივხვდი, რომ სასამართლო განხილვის საგანი არ არის ეს ეპიზოდები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. "ტელეიმედის" შემთხვევაში და მთლიანად ამ ისტორიაში მონაწილებდნენ საქართველოს მთავრობა - კოლეგიალური ორგანო, საქართველოს პარლამენტი - არჩევითი კოლეგიალური ორგანო, თბილისის საკრებულო - არჩევითი კოლეგიალური ორგანო, თბილისის მთავრობა ასევე კლეგიალური ორგანო. გადაწყვეტილება მიღებულია პრაქტიკულად ყველა კოლეგიალური და არჩევითი ორგანოების მიერ. შესაბამისად, ამ ორგანოების გადაწყვეტილება მართებულია თუ არა, ეს არის პოლიტიური შეფასების და არა გამოძიების საგანი. აქედან გამომდინარე, შეფასებები უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა და ასევე საზოგადოებამ არჩევნებზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსოლიტურად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. "ეს საერთოდ არ არის კავშირში პროკურატურასთან და არც სასამართლოსთან, თუმცა სადაც პროკურატურა ვიღაცეების წერილებს იკვლევს, არ არის გასაკვირი, მსგავსი სისულელეებით დაკავდეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

არსებითი განხილვა დედაქალაქის მერისადმი ბრალდებაზე თბილისის საქალაქო სასამრთლოში 16 ივლისს დაიწყება.

დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე კი, დაცის მხარის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო, თუმცა ბრალდების მხარე აღნიშნულის წინააღმდეგი იყო. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამერთლემ მერაბ ჯორბენაძემ არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე უარს, დედაქალქის მერმა დღევანდელ სასამრთო პროცესზე განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა შემთხვევაში უფრო მეტი გაუგებრობა იქნება, ვიდრე ახლა არსებობს საქმეში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე.

პროკურატურა უგულავას შპს "თბილსერვისჯგუფთან" და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ საქმეებზე ედავება.