მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა. 

"როგორც იცით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა 31 ოქტომბერს. ამ საკითხზე შევხვდი ზურაბ ხარატიშვილს. ჩვენ იშვიათად შევხვედრილვართ ერთმანეთს, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დამოუკიდებელია საარჩევნო ადმინისტრაცია და რამდენად მაღალი ხარისხისაა მისი მუშაობა. წინა წლებში, არასდროს გამჩენია სურვილი მის საქმიანობაში ჩარევის ან მასთან ინტენსიური კონტაქტის. ჩვენ ყველამ ვნახეთ რამდენად უმნიშვნელო იყო პრეტენზიები საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.

მას იმედი აქვს, რომ მომავალშიც, მთავრობა ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციამ გააგრძელოს დამოუკიდებლად, ხარისხიანად და კიდევ უფრო პროფესიონალურად მუშაობა.