გიგი უგულავას საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

გიგი უგულავას საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

არ არის გამორიცხული, თბილისის მერის, გიგი უგულავას სისხლის სამართლის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავას საქმეზე წინა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ განაცხადა, უგულავას დღეს განემარტება, რომ აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება და თუკი გადაწყვეტს, მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. 

სავარაუდოდ, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დედაქალაქის მერი.

გიგი უგულავას საქმეზე წინა სასამართლო სხდომა საქალაქოს სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ დღეს დასრულდება. დღესვე გახდება ცნობილი საქმის არსებითი განხილვის დასაწყისის თარიღი.