დოკუ უმაროვი სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მოწოდებით გამოდის

დოკუ უმაროვი სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის მოწოდებით გამოდის

ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იჩქერიისა და „კავკასიის ემირატის"ლიდერი დოკუ უმაროვი 2014 წლისთვის დაგეგმილი სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩაშლის მოწოდებით გამოვიდა. აღნიშნული მოწოდებით ვიდეო ერთ-ერთ ჩეჩნურ საიტზე განთავსდა.

ტერორიზმისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულებებისთვის ძებნილმა უმაროვმა ასევე განაცხადა რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციების ჩატარების მორატორიუმის გაუქმების შესახებ, რაც მისი თქმით, გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული მორატორიუმი მოსკოვმა სისუსტედ მიიღო და მუსულმანების დევნა გააძლიერა.

შეგახსენებთ, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადა მომავალი წლის 7-23 თებერვალს გაიმართება. რუსეთის ხელისუფლება თამაშების მიმდინარეობისას უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.