ძლიერი წვიმების შედეგად, ანაკლიაში რამდენიმე ოჯახი დაზარალდა

ძლიერი წვიმების შედეგად, ანაკლიაში რამდენიმე ოჯახი დაზარალდა

ძლიერი წვიმების შედეგად, ანაკლიაში რამდენიმე ოჯახი დაზარალდა. დატბორილია დაახლოებით ათამდე სახლის პირველი სართული და განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ისინი დახმარებას ხელისუფლებისაგან ელიან. 

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სახლებიდან წყლის ამოტუმბვა. ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია.