ბიძინა ივანიშვილი ლადო ბედუკაძის თემით ინტერესდება

ბიძინა ივანიშვილი ლადო ბედუკაძის თემით ინტერესდება

თუ ფაქტები ადასტურებს, რომ ადამიანს წამებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მასთან საპროცესო შეთანხმება არ უნდა დაიდოს. 

აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისიტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ლადო ბედუკაძისთვის ბრალის მოხსნას ეხებოდა.

"საპროცესო შეთანხმება დაიდო მათთან, ვისაც წამება ჰქონდა ჩადენილი? უკაცრავად, პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან თუ დამტკიცებულია, რომ კონკრეტულ პიროვნებას წამებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მასთან საპროცესო შეთანხება დაიდო, მეც თქვეს კითხვას ვეთანხმები და ვუერთდები მას. თუ ადამიანი წამებაში იღებდა მონაწილეობას და ის საპროცესო შეთანხმების გაფორმებით გამოუშვეს, ეს ასე არ უნდა იყოს. ამით დავინტერესედები", - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.