ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს

სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე დღის წესრიგი უკვე დაამტკიცეს, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში არსებული სიტუაციაა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო კონგრესის ნორმატიული კომიტეტის შეხვედრას მასპინძლობს. სხდომა, რომელსაც ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გახსნეს. გიგი უგულავა ასევე კონგრესში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელია.

შეხვედრაში მონაწილეობს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში მამუკა ჟღენტი.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის კომიტეტის პრეზიდენტმა მოლინმა, კონგრესის გენერალურმა მდივანმა კიფერმა და მონიტორინგის კომიტეტის საქართველოზე თანამომხსენებლებმა გუშინ შეხვედრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დავით ნარმანიასთან, თბილისის მერ გიგი უგულავასთან, საქართველოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობებში წარმოდგენილ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართეს.