ბიძინა ივანიშვილი - ვფიქრობ, წარმატებით დავძლიეთ ძირითადი წინააღმდეგობები

ბიძინა ივანიშვილი - ვფიქრობ, წარმატებით დავძლიეთ ძირითადი წინააღმდეგობები

ვფიქრობ, წარმატებით დავძლიეთ ძირითადი წინააღმდეგობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" შეკითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, ძირითადი წინააღმდეგობები, რაც თავშივე ჩანდა, ახალ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების მხრიდან შეხვდა.

"შიგნით ისინი ყველაფერზე, თეთრზე ისევ შავის საუბარს ახერხებენ. ვერ ახერხებენ კონსტრუქციულობას გამონათქვამებში. უფრო მეტი პრობლემები მათ მოახერხეს და შექმნეს გარეთ და აგრძელებენ ამ პროცესებს, მაგრამ ეს ყველაფერი დაძლევადია. ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია, ჩვენ არ გვყავს ასეთი დონის პიარი და არც ვაპირებთ მომავალში. არც ამ დონის ძალისხმევას ამ მიმართულებით არ ვგეგმავთ, რამეთუ ჩვენი ამოცანა გაცილებით მარტივია, ნაცვლად მათი ამოცანისა, ისინი ახერხებენ შავი თეთრად მოაჩვენონ, ჩვენი ამოცანაა თეთრი თეთრად მოვაჩვენოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე აზრით, ახალმა ხელისუფლებამ წარმატებით დაძლია წინააღმდეგობები და წინ გაცილებით ნაკლები დარჩა, რასაც ასევე წარმატებით გაართმევს თავს.