ბიძინა ივანიშვილი - მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკურად არამომგებიან დროს განხორციელდა

ბიძინა ივანიშვილი - მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკურად არამომგებიან დროს განხორციელდა

მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკურად არამომგებიან დროს განხორციელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მერიისა და საკრებულოს მღალჩინოსნების დაკავებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებებზე აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება, იყო თუ არა გადაცდომები.

"მათი დაკავება არასწორ დროს განხორციელდა, ეს იყო პოლიტიკურად არამომგებიანი, მაშინ ნატო-ს საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ პროცესების მართვა არ ხდება ერთი კაცისგან და ერთი ცენტრისაგან, ეს არის ნორმალური. სხვა დანარჩენი ვისაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია და შენიშვნა, იქნება ეს სახალხო დამცველი, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები დაწერონ განცხადებები და ამისთვის არსებობს პროცედურები", – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი იწყება და ამას ოპოზიცია უძალიანდება, ყველაფერზე მხოლოდ ყვირილით პასუხობს.

"საქართველოში იწყება სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ის, რომ ოპოზიცია ამას უძალიანდება და ყველაფერზე მხოლოდ ყვირილით პასუხობს, ეს ვერ გამოდგება საბუთად. თუ საქმეზე არის საკმარისი მტკიცებულება, აუცილებლად მოხდება გამოძიება და სასამართლო მოახდენს რეაგირებას", – აღნიშნა პრემიერმა.