ბიძინა ივანიშვილი - დღევანდელი პროკურატურა სუსტია, მაგრამ არ მინდა მიეჩვიონ, რომ ზემოდან გადაწყვიტოს ვიღაცამ რამე

ბიძინა ივანიშვილი - დღევანდელი პროკურატურა სუსტია, მაგრამ არ მინდა მიეჩვიონ, რომ ზემოდან გადაწყვიტოს ვიღაცამ რამე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმეს აქტიურად აკვირდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები, ასევე - საელჩოები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, განსაკუთრებით აქტიურობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის საელჩოები, რისთვისაც ივანიშვილის განცხადებით, მათ მადლობაც გადაუხადა.
"ამ თემაზე ბათუმში, უსაფრთხოების კონფერენციაზეც, ასევე ბოლო დღეებში მქონდა საუბარი. მე ვთხოვე მათ, ზედმეტად ნუ ჩაერევიან და ზედმეტად ნუ მოახდენენ ზეწოლას პროკურატურაზე, რამეთუ ეს ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი. აღსანიშნავია, რომ საელჩოებმა სერიოზული ექსპერტები მოიწვიეს, ჩვენ მივეცით მათ საშუალება ექსპერტიზის ჩატარების. არ არის იმის აუცილებლობა, რომ გარედან ჩარევა მოხდეს პროკურატურაზე",-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დავით კირვალიძეს ერთ-ერთ საკუთესო მინისტრად ასახელებდა და ეს პროცესები მისთვის ძალინ მტკივნეული იყო.

მისივე თქმით, წინასწარ პატიმრობასთან ჰქონდათ ეჭვები და კითხვები, მაგრამ პროკურატურამ საკმარისი რწმუნებები დადო და ეს პროცესები, როგორც მისთვის არის ცნობილია, დასასრულს უახლოვდება.

"გასაგებია, რომ დღევანდელი პროკურატურა სუსტია, მაგრამ მე ვითონ არ ვუშვებ, არ მინდა მიეჩვიონ, ზემოდან გადაწყვიტოს ვიღაცამ რამე",-განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე პასუხი გასცა "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელების საქმეს. კერძოდ, საუბარია ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელზე, რომლებიც თავს ტელეკომპანიის 60%-ის კანონიერ მესაკუთრეებად თვლიან.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება პოლიტიკური ჩარევა. "როგორც ვიცი, მიდის გამოძიება. ვიცი, რომ მათ გარდა ქიბარ ხალვაშსაც აქვს პრეტენზია",-აღნიშნა ივანიშვილმა.