ბიძინა ივანიშვილი - პრემიერის გადაჭარბებული უფლებები მოწმობს, რომ სააკაშვილი ამ პოსტს თავისთვის იმზადებდა

ბიძინა ივანიშვილი - პრემიერის გადაჭარბებული უფლებები მოწმობს, რომ სააკაშვილი ამ პოსტს თავისთვის იმზადებდა

პრემიერ-მინისტრის გადაჭარბებული უფლებები მოწმობს, რომ სააკაშვილი ამ პოსტს თავისთვის იმზადებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა. მისი თქმით, ამ გადაჭარბებული უფლებების დარეგულირება უახლოეს მომავალში მოხდება.

"რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გადაჭარბებულ უფლებებს, ჩვენ ამას უახლოეს მომავალში დავარეგულირებთ და დავაბალანსებთ. გადაჭარბებული უფლებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერის პოსტს თავისთვის იმზადებდა. პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტზე მეტი უფლებები აქვს ახალი კონსტიტუციით", - აღნიშნა ივანიშვილმა.