ბიძინა ივანიშვილი - მთავრობა ასრულებს ეკონომიკურ დაპირებებს, რომლებიც არჩევნებამდე გასცა

ბიძინა ივანიშვილი - მთავრობა ასრულებს ეკონომიკურ დაპირებებს, რომლებიც არჩევნებამდე გასცა

პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში.
"ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ახალი მთავრობა მტკიცედ აჩვენებს ნატო-ს წვერ ქვეყნებ - არ შევცვლით ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და ვაგრძელებთ სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაციისთვის", -განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისრაელში ვიზიტის შესახებაც. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ეს ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. "შავი ხაზი არ ახსოვს ისტორიას ორ ერს შორის. მე ვფიქრობ, მოვახერხე, რომ ჩვენი ორი სახელმწიფო ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს",-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა ასრულებს იმ ეკონომიკურ დაპირებებს, რომლებიც არჩევნებამდე გასცა.

ივანიშვილის განცახდებით, წარმატებით მოხერხდა სოფლის მეურნეობაში სამუშოების ჩატარება, ასევე 60 საწარმოს პროგრამის ფარგლებში 81 კრედიტია გაცემული და 24 განხილვის სტადიაშია.
ივანიშვილის განცხადებით, ასევე მიღწევაა იმ კუთხითაც, რომ გაზრილია პენსიები, სოციალური დახმარება, პედაგოგების ხელფასი და ა.შ.