ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას გამართავს. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესკონფერენცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 10:00 საათზე დაიწყება.

ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას ტრადიციული ხასიათი აქვს და ის თითქმის ყოველთვიურად იმართება. მასზე პრემიერი ჯერ მთავრობის საქმიანობას აფასებს, შემდეგ კი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პასუხობს