"იონათამიშვილის შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებისთვის კარგი მაგალითია"

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, "დეპუტატ კოკი იონათამიშვილის შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებისთვის კარგი მაგალითია".

ამის შესახებ ცისკარიშვილმა "პირWელს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საკრებულოს დეპუტატ კოკი იონათამიშვილის წერილის გამოქვეყნების კომენტირებისას განუცხადა.

"რომ ვთქვათ, რომ სააკაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი მოულოდნელი იყო, არ ვიქნებით გულწრფელი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც წერილზე პასუხი იყო განსაკუთრებით კორექტული. როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური დისციპლინა არც ისეთ მაღალ დონეზე დგას. ზოგადად მოქალაქეობრივი თვალსაზრისით, არ მგონია, რომ ეს თემა განხილვის საგანი უნდა გახდეს. მე ძალიან მიკვირს პროკურატურის, თუკი მან განაცხადა, რომ ამ საქმით დაინტერესდება, იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი გაუხსნელი საქმეა. რომ ვხედავდეთ, რომ ამ პროკურატურამ რაღაც დაიჭირა და იმას წამოეკიდნენ, მაშინ კიდევ გასაგებია, მაგრამ ამდენი კომპრომატი აქვთ, ამდენი საქმე და არ შეიძლება, ორი ნაციონალის ერთმანეთში საუბრის გარკვევაში დრო დაიხარჯოს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს წერილი შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენდა.

"ეს ვერსია არ უნდა გამოირიცხოს კი არა აუცილებლად უნდა დავუშვათ, რადგან როგორც ჩანს, ნელ-ნელა ყველანი გავხდებით იმ ინფორმაციების მფლობელი, თუ რატომ არის "ნაციონალური მოძრაობის" კაჭკაჭ-გუნდი ამ დრომდე ასეთი კამერებთან. ეს ყველასთვის კარგი მაგალითი იყო", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.