ყოფილი პოლიტპატიმრები ბათუმში რესტორანში მყოფ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ

ყოფილი პოლიტპატიმრები ბათუმში რესტორანში მყოფ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული რამდენიმე პირი დღეს, ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, რესტორანში მყოფ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვდა. როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ გორგაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრეზიდენტთან აქვს შეკითხვები, თუ რატომ ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში უსამართლობა და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება. მისივე თქმით, არაერთხელ სცადა პრეზიდენტთან შეხვედრა, თუმცა უშედეგოდ.

"კვერცხები წამოვიღე, დაცვის თანამშრომელმა მითხრა, თუ არ წახვალ აქედან, დაგაკავებთო. ჩვენ გვაქვს შეკითხვები, რატომ ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში ის, რაც ხდებოდა. დავინახეთ, რესტორნიდან როგორ გამოვიდა პრეზიდენტი და გაიქცა", - აღნიშნა მერაბ გორგაძემ.

ასევე, ადგილზე მყოფი პირების თქმით, რესტორანში ერთ-ერთი ტელეგადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა, რომლის სტუმარიც საქართველოს პრეზიდენტი იყო. რესტორანთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.