რაც უფრო ნაკლებს ვიფიქრებთ მიხეილ სააკაშვილის პიროვნებაზე, რაც უფრო ნაკლებად დავინტერესდებით სააკაშვილის პერსონით, მით უფრო ჯანმრთელი იქნება საქართველოს პოლიტიკური მომავალი, - აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა იმ საკითხის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გარშემო წარმოქმნილ გაუგებრობას უკავშირდება.
მინისტრის თქმით, იურისტები უკვე ჩართული არიან პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მართლზომიერების გარკვევის საკითხში და ისინი გაარკვევენ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების 31 ოქტომბერს დანიშვნის გადაწყვეტილებით.