საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამო, დავით უსუფაშვილი შესაძლოა, საქართველოში ერთი დღით ადრე დაბრუნდეს

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამო, დავით უსუფაშვილი შესაძლოა, საქართველოში ერთი დღით ადრე დაბრუნდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა გარკვეული გაუგებრობების შექმნა უკვე მოახერხა. უსუფაშვილი ამ პოზიციით არჩევნების დანიშვნის თარიღის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სტამბულიდან ეხმაურება და მომხდარს "სამარცხვინოს" უწოდებს.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა უკვე მოახერხა გარკვეული გაუგებრობების შექმნა. ჯერ არჩევნების ერთი თარიღი გამოცხადა, რომელიც, როგორც ჩანს, მართლა ეწერა ქაღალდზე. შემდეგ ეს შეიცვალა. აქ არის გარკვეული საკითხები და ნიუანსები. სწორედ ამის გამო, მე შეიძლება, ერთი დღით ადრე დავბრუნდე საქართველოში და ამ საკითხებსაც მივხედოთ. არჩევნები სახელმწიფო მოვლენაა, რომელიც ჩვენი ჩასატარებელია - მთავრობის, პარლამენტის, ყველასი, ვინც ხელისუფლებაში ვართ. ამ სრულიად სამარცხვინო მოვლენების მიუხედავად, რაც არჩევნების თარიღის დასახელებას უკავშირდებოდა, ახლაც ეს გაუგებრობებია და ამას მალე უნდა დაესვას წერტილი. საარჩევნო კამპანია მშვიდად და წყნარად უნდა წარიმართოს - ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს ასეთ ვითარებში კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა.