საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის მიერ ირანთან უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად გაუქმების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდა.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებაში შესაძლოა, დღეს კომენტარი გაკეთდეს.
აღსანიშნავია, რომ ვითარება არ შეცვლილა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს 45 დღის განმავლობაში ვიზა არ სჭირდებათ.
ირანთან უვიზო მიმოსვლა 2011 წლის 26 იანვრიდან მოქმედებდა.