უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი უფლებადამცველებს მიმართავს

უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი უფლებადამცველებს მიმართავს

უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი უფლებადამცველებს დახმარებას სთხოვს. გვიჩიანი კახა კოჟორიძეს, ეკა გიგაურს, ნინო ლომჯარიას, თამარ გურჩიანსა და სხვა უფლებადამცველებს მიმართავს და მისი უფლებების დაცვას სთხოვს.

"უკვე მე-8 წელია, უკანონო პატიმარი ვარ. უდანაშაულო ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო პატიმრობა მაქვს მოსჯილი. მთავარმა პროკურატურამ გადმომცა აშშ-დან მიღებული დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც "ადეიშვილის პროკურატურას" დამალული ჰქონდა. "კუბლაშვილის სასამართლომ" უფლებამოსილებას გადაამეტა, კანონის უხეში დარღვევით უარი მითხრა ამ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადახედვაზე და კვლავ უკანონო პატიმრობაში დამტოვა", - ნათქვამია გვიჩიანის განცხადებაში.

ამასთან, პატიმარი მოითხოვს, კანონდამრღვევი მოსამართლეების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.

"მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ჩემი უფლებები. მოსთხოვოთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება კანონდამრღვევი მოსამართლეების წინააღმდეგ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. უდანაშაულო ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო პატიმრობა მაქვს მოსჯილი და მეტი რა მიზეზია საჭირო ჩემი უფლებების დასაცავად?!", - აცხადებს გვიჩიანი.