თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი მისი გადაყენების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში პრობლემას ვერ ხედავს.
ამის შესახებ სამადაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
"ძალიან მშვიდად ვადევნებ თვალყურს იმ თემას, რომელიც ჩემს სტატუსს შეეხება. ვერანაირ დრამას ამაში ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება არ იწყება საკრებულოში და არც უნდა დასრულდეს. რიცხობრივად კი არიან უმრავლესობაში, მაგრამ რამდენად ერთსულოვნები არიან, ვერ გეტყვით", - განაცხადა სამადაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ახვლედიანის განმარტებით, საკრებულოს დეპუტატებს აქვთ უფლება დააყენონ თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ამ თვეში, ივლისის ბოლოს.