ხათუნა გოგორიშვილი:  ჩემი მოსაზრებაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შაბათს ან კვირას უნდა ჩატარდეს

ხათუნა გოგორიშვილი: ჩემი მოსაზრებაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შაბათს ან კვირას უნდა ჩატარდეს

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დღედ ოქტომბრის შაბათი ან კვირა უნდა იყოს შერჩეული. 

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ასე იკითხება საარჩევნო კანონმდებლობის მეექვსე მუხლი, რომელშიც წერია, რომ მორიგი არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება კვირის ნებისმიერ დღეს ჩატარდეს.

"ჩემი მოსაზრება ასეთია: - საპრეზიდენტო არჩევნები შაბათს ან კვირას უნდა ჩატარდეს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისი მუხლი ამას გულისხმობს. თავის დროზე კონსტიტუციით საპრეზიდენტო არჩევნების დროდ განსაზღვრული იყო აპრილის კვირა დღე. სწორედ ამის გათვალისწინებით ეწერა საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ კვირის ნებისმიერ დღეს ნებისმიერი არჩევნების შეიძლება ჩატარდეს, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა. მოგვიანებით, კონსტიტუციით მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდად ოქტომბერის თვე განისაზღვრა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით კონსტიტუციასთან შესაბამისობაში აღარ მოსულა და დარჩა ჩანაწერი, რომელიც მოქმედებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხათუნა გოგორიშვილმა.