ლევან ყიფიანი სპორტულ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ლევან ყიფიანი სპორტულ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი, სამინისტროს სახელით, სპორტულ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"ვიმედოვნებ, სპორტული ჟურნალისტები უფრო ხშირად გაიხარებენ ქართული სპორტისა და ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ ქართული სპორტის მიღწევების გაშუქებით ქართველი გულშემატკივრების გახარებას!" -აღნიშნავს მინისტრი.

სპორტულ ჟურნალისტთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის რამდენიმე საინტერესო ღონისძიება დაგეგმა. 6 ივლისს, ბორჯომში, ტრადიციულად გათამაშდება ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის სახელობის თასი ფეხბურთში, ხოლო 7 ივნისს, სპორტული ჟურნალისტები ჯომარდობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.