დავით უსუფაშვილმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა

დავით უსუფაშვილმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა

სტამბოლში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს, სენატორ როჯერ უიკერს , ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ადერჰოლტს და აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, სპეციალურ წარმომადგენელს ტრეფიკინგის საკითხებზე კრისტოფერ სმიტს შეხვდა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის დელეგაციას მოკლედ გააცნო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეფორმები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენის აუცილებლობას საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთის მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვილნიუსის სამიტსაც. აშშ-ის დელეგაციის წევრებმა გამოხატეს საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

დავით უსუფაშვილმა სენატორ როჯერ უიკერსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.