განათლების მინისტრი და ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებასა და შემდგომ შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის კარგა ხანია, სააკაშვილზე კომენტარს აღარ აკეთებს.
"მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი განხორციელდება კანონის მიხედვით, სხვა დანარჩენი დეტალები ნაკლებად მნიშვნელოვანია. სააკაშვილის პიროვნების განხილვა ქართული საზოგადოებისთვის არის უკან დახევა ისტორიაში, არ ღირს ამ პიროვნების პრობლემების, დარდების ან რაღაც შეცდომების განხილვა. ჩემთვის ერთადერთი საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მოხდეს ვადებში და კანონიერად", - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიორგი მარგველაშვილმა.
გუშინ არჩევნების ორი სხვადასხვა თარიღი გამოცხადდა. პირველ შემთხვევაში, არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი დასახელდა, მეორედ კი - 31 ოქტომბერი.