თარგამაძე გამოდის ინიციატივით, საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვინც 4%-იან ბარიერს გადალახავს, 1 მილიონი ლარი მიიღოს

თარგამაძე გამოდის ინიციატივით, საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვინც 4%-იან ბარიერს გადალახავს, 1 მილიონი ლარი მიიღოს

ქდმ-ის ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოდის ინიციატივით, საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვინც 4%-იან ბარიერს გადალახავს, 1 მილიონი ლარი მიიღოს.

ამის შესახებ თარგამაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"არჩევნების დღე ცნობილია. საბედნიეროდ, 31 ოქტომბრის იქით დღეს აღარ არის, რომ კიდევ ცვლილებებს ველოდოთ. მე ვფიქრობ, ახლა უკვე დროა და დაგვიანებულიც არის, ვისაუბროთ იმ საარჩევნო გარემოზე, რაც საქართველოში საპრეზიდენტო მარათონში ჩართულ კანდიდატებს ელით. პარლამენტმა მუშაობა ისე დაამთავრა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ შეიტანა. თუნდაც ის, რომ მინისტრი არის პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. არასწორია, როცა საპრეზიდენტო კანდიდატი განათლების მინისტრის რანგში მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოებს ურიგებს, თითქოს ეს თანხა მისი ლიდერის ჯიბიდან იყოს გადახდილი და არა ბიუჯეტიდან. მოვითხოვთ, რომ რაც შეიძლება, მალე გაიმართოს რიგგარეშე პლენარული სესია, სადაც საარჩევნო გარემოს განხილვა მოხდება. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა, თუ ის 4%-ზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს, წინაასაარჩვენო კამპანიის დანახარჯების ანაზღაურების სახით, 1 მილიონი ლარი მიიღოს. მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტმა 15 ივლისამდე უნდა იმსჯელოს, რადგან კარგად უნდა ვიცოდეთ, თამაშის რა წესებით მოუწევს საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა", - განაცხადა თარგამაძემ.