კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით

კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით

კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ირანის სამრეწველო-სავაჭრო ჯგუფის ხელმძღვანელმა , ირანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელმა სეიტ ბაბაიმ განუცხადა, რომელსაც საქართველოში 150-მდე ირანული ანგარიშის გაყინვის შესახებ ჰკითხეს.

მისივე თქმით, ირანი საკმაოდ სერიოზულ ქვეყანას წარმოადგენს სამრეწველო და სტრატეგიული თვალსაზრისით, როგორც რეგიონში, ისე - მსოფლიოში.

"მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ალბათ სხვებისთვის საზიანო იქნება. გარდა ამისა, კერძო სექტორი არანაირად არ ერევა პოლიტიკაში. იგივე დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ ირანს, ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ მათთვისვე შეიძლება იყოს საზიანო ირანთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე უარის თქმა", - განაცხადა სეიტ ბაბაიმ, რომლის აზრითაც, საერთოდ პოლიტიკა შორს უნდა იყოს ეკონომიკისგან.

მანვე აღნიშნა, საქართველო-ირანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა საკმაოდ კარგად ვითარდება და კიდევ არის პოტენციალი, რათა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

რაც შეეხება ირან-საქართველოს ბიზნესფორუმს, ფორუმი "ექსპოჯორჯიაში" მიმდინარეობს. თბილისში ირანის 87-მდე სხვადასხვა სამრეწველო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფება. დელეგაციაში შეიდან ინვესტორები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაცნობა.
როგორც სეიტ ბაბაიმ აღნიშნა, საქართველოს სამრეწველო სფერო ირანელი ინვცესტორებისთვის საინტერესოა.

"საქართველო საინტერესოა, თუნდაც ქვეყნების სიახლოვიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კულტურულ-ისტორიული წარსული, არსებობს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, მაგრამ საკმაოდ დიდი პოტენციალი არის, რომ ეს გაღრმავდეს", - განაცხადა სეიტ ბაბაიმ.

რამდენიმე ხნის წინ უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო. ამერიკის სანქციების მიუხედავად, ირანულ ბიზნესს არ ზღუდავს. ამ თემის კომენტირებისას კიმ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში 150-მდე ირანული ანგარიშია გაყინული.