სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა იაკუტიაში, ვერტმფრენ "მი 8"-ის ჩამოვარდნის შედეგად. ამის შესახებ "ასოშიეთიდ პრესი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი და 25 მგზავრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ვერტმფრენი კლდეს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრთა შორის იმყოფებოდნენ ადგილობრივი დეპუტატი და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.