ბიძინა ივანიშვილი ხვალ მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი ხვალ მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. 

პრემიერის ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.

პრესკონფერენცია 10:00 საათისთვის არის დანიშნული, თუმცა პრემიერის პრესსამსახური აკრედიტებულ ჟურნალისტებს სთხოვს, ერთი საათით ადრე მივიდნენ.