ირაკლი ჩიქოვანი: სააკაშვილს მმართველობის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულება აქვს

ირაკლი ჩიქოვანი: სააკაშვილს მმართველობის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულება აქვს

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების და ზოგადად, მმართველობის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულება აქვს. ის უკანასკნელ დღეს იყენებს და ხელისუფლების იმ ნარჩენებს ეჭიდება, რომელიც მას გააჩნია. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო აჩევნების დღის შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"არსებობდა მოლოდინი, რომ ის შეეცდებოდა, მაქსიმალურად გადაეწია არჩევნები. ამის მიუხედავად, დარწმუნებულნი ვართ, რომ შედეგზე ვერაფერი იმოქმედებს". - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნების დღედ, თავდაპირველად 27 ოქტომბერი გამოაცხადა, ხოლო მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეცვალა და არჩევნების დღედ 31 ოქტომბერი, ანუ კანონით შესაძლებელი უკანასკნელი დღე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცვლილების მიზეზად ტექნიკური შეცდომა დაასახელა.