"გააუპატიურე ვინმე და ჩანაწერი მომიტანე - ეს მეგის ქარდავას სიტყვებია"

სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ, თავის ქვეშევრდომს საკუთრ თავზე კომპომატის გადაღება მოსთხოვა. ამის შესახებ, "პრაიმ-ტაიმთან" საუბრისას, მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრმა, კახა მიქაიამ განაცხადა.

"ქარდავამ ერთ-ერთ თავის ქვემდგომ ადამიანს, რომელიც ამ კასეტებს იღებდა, მოსთხოვა, კომპრომატი საკუთარ თავზეც გადაეღო. გააუპატიურე ვინმე და მომიტანე შენი სექსის კასეტაო - ეს მეგის ქარდავას სიტყვებია. კაცი იძულებული გახდა, რომ მოეტანა საკუთარი კომპრომატი. მეგის ქარდავამ კადრები დაუწუნა და ეს კაცი იძულებული გახდა, მეორე კასეტა მოეტანა. წარმოგიდგენიათ?! მე პირადად ვიცნობ ამ კაცს, მაგრამ ვინაობას ვერ დავასახელებ, აი ასეთ ავადმყოფებთან გვქონდა საქმე" - განაცხადა მიქაიამ საუბარში.