არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა შესაძლოა აიკრძალოს

არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა შესაძლოა აიკრძალოს

არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა შესაძლოა აიკრძალოს და ასეთი ქმედების ჩამდენი პირი ადმინისტრაციული ჯარიმით დაისაჯოს. დეპუტატ კობა დავითაშვილის ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა-რეალიზაცია გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის 20 ლარით დაჯარიმებას, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული პროდუქციის საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე რეალიზაცია - 50 ლარით დაჯარიმებას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა - 100 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას.