აფხაზი სეპარატისტები: ჩვენ ევროპარლამენტში მოგვისმინეს

აფხაზი სეპარატისტები: ჩვენ ევროპარლამენტში მოგვისმინეს

„აფხაზეთისათვის დღეს ბრიუსელში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ჩვენ დღეს ევროპარლამენტში მოგვისმინეს", _ აცხადებს აფხაზი საზოგადო მოღვაწე, აფახაზურ-აბაზგური მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარის მრჩეველი ბესლან კობახია.
„სიტყვით 20 ადამიანი გამოვიდა. ყველა სიტყვა მკაფიო და ინფორმაციული იყო. ჩვენ ყურადღებით მოგვისმინეს. მივაღწიეთ რამდენიმე შეთანხმებასაც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება", _ აცხადებს კობახია.

"ჯი-ეიჩ-ენი"ევროპარლამენტში წარმოთქმულ სიტყვას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

"მინდა მადლობა დაგავუხადო დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებს, რომლებმაც საშუალება მისცეს ჩვენს ქვეყანას წარდგინილიყო ევროპარლამენტში. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ მოწმობს, აფხაზი და ადიგი ხალხების ძმურ დამოკიდებულებას.
(რედ: ადიგე-ჩერქეზებმა რომელთა დღეც ევროპარლამენტს კონფერენციაზე უნდა გამართულიყო დარბაზი აფხაზებს დაუთმეს)

2013 წელი აფხაზეთისათვის განსაკუთრებული წელია. ამ წელს სრულდება 20 წელი ჩვენი ხალხის ყველაზე რთული გამოცდიდან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულებიდან.

მიუხედავად მასალის ძალიან დიდი რაოდენობისა, ჩემი აზრით ჩვენ, აფხაზებმა ვერ მივიტანეთ მსოფლიო საზოგადოებამდე მაინც რა მოუვიდა ჩვენს ხალხს 20 წლის წინ და რა მძიმე შედეგები ჰქონდა ამას ჩვენი ხალხისთვის და აქვს ახლაც.
საბრძოლო კონქფლიქტის დროს აფხაზმა ხალხმა ექვსი ათასი ადამიანი დაკარგა. ძირითადად ეს 23 წლის ახალგაზრდები იყვნენ. სამჯერ მეტი ხალხი მძიმედ დაჭრილი და სამუდამოდ დასახიჩრებული დაგვრჩა.

აფხაზეთის ეკონომიკას განუზომელი ზიანი მიადგა. ის სრულებით განადგურდა. განადგურდა სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, დაიწვა ჩვენი ქვეყნის არქივის უმეტესი ნაწილი სადაც დაცული იყო აფხაზეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უნიკალური ნიმუშები. დაიწვა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. განადგურდა თეატრები და მუზეუმები.
აფხაზეთი 20 წლის წინ სასაფლაოს დაემგვანა. მთელი ჩვენი ქვეყანა მოფენილია უდანაშაულოდ მოკლული ადამიანების გვამებით.

ევროპისა და მთლიანად დასავლური საზოგადოებიდან ველით გაგებას იმისას, რაც ჩვენთან 20-30 წლის წინ მოხდა. ველით ევროპისგან შექმნილი რელობების აღიარებას. ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპის რუკა შეიცვალა, რის შედეგადაც მსოფლიოში მრავალი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდა და მათ შორის აფხაზეთი. მაგრამ აფხაზეთის მიმართ, ევრპის მხრიდან არჩევითი პოლიტიკა ტარდება, რომელიც არსებულის იგნორირებას ახდენს.
მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომა სწორი არ არის და თანამედროვე მსოფლიოს ჰუმანიტარულ იდეალებს ეწინააღმდეგება. საკმარისია ითქვას ის, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს ხშირად უარს ეუბნებიან ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების გაცემაზე, მრავალი ჩვენი სტუდენთი მოკლებულია საშუალებას ისწავლოს საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში.
ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავს ევროპარლამენტის დეპუტატებს ა ვთხოვ, რომ არ ნუ მოახდენენ ისინი აფხაზეთის იგნორირებას და მისცენ მას საშუალება მსოფლიო საზოგადოებაში მოახდინონ ინტეგრირება".