სოსო რობაქიძე: არ მოვისვენებ, მანამ სანამ ირაკლი ოქრუაშვილი პასუხს არ აგებს

სოსო რობაქიძე: არ მოვისვენებ, მანამ სანამ ირაკლი ოქრუაშვილი პასუხს არ აგებს

არ მოვისვენებ, მანამ სანამ ირაკლი ოქრუაშვილი არ აგებს პასუხს, - განაცხადა 2004 წლის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე

მისი თქმით, არსებობს მოწმე, რომელიც ამბობს, რომ იარაღების ჩადება შემთხვევის ადგილზე ოქრუაშვილის დავალებით განხორციელდა.

"არსებობს მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ იარაღები ერთ-ერთი განყოფილებიდან შემთხვევის ადგილზე სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით მიიტანეს. იმ კასეტის მონტაჟი კი, რომელიც დონაძემ წარმოადგინა, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით განხორციელდა. ამიტომაც მე არ მოვისვენებ, მანამ სანამ ირაკლი ოქრუაშვილი არ აგებს პასუხს. მე ამ თემაზე შევხვდი მთავარ პროკურორს და დღეს ახალ გარემოებებთან დაკავშირებით შეხვედრა მაქვს დანიშნული ქალაქის პროკურორთანაც", - აცხადებს რობაქიძე და დასძენს, რომ სამართლიანობის აღსადგენად ის ბოლომდე იბრძოლებს.