საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საქმის მასალები გამოაქვეყნა

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საქმის მასალები გამოაქვეყნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საქმის მასალები გამოაქვეყნა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, "თბილისის განვითარების ფონდის’’ მეშვეობით გაფლანგული და მითვისებულია 48 930 822 ლარი.


დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, პლასტიკური სახელფასო ბარათებზე დახარჯულია 13 852 497 ლარი, ანგარიშიდან ხელზე გამოტანილი თანხა 34 328 463 ლარს შეადგენს, ხოლო ფურშეტებში გადახდილი თანხა - 719 862 ლარს.

პლასტიკური სახელფასო ბარათების საქმეში "ნაციონალური მოძრაობის" 10 რაიონული ორგანიზაცია ფუგურირებს, კერძოდ, ნაძალადევი, დიდუბე, ჩუღუთრეთი, გლდანი, მთაწმინდა, კრწანისი, ისანი, სამგორი, საბურთალო ვაკე.

სქემის მიხედბვით, თანხების გატანა ხდებოდა დავით ალავიძის მფლობელობაში არსებული ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით OჭO-123. ასევე სქემის მიხედვით, ‘’ნაციონალური მოძრაობისთვის’’ გამართულ ფურშეტებს შპს "ჰართი ჰაუსი" და შპს "სითი ივენთი" აწყობდნენ.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საქმის მასალები თბილისის მთავრობის დადგენილებებს, თბილისის განვითარების ფონდის საბანკო ამონაწერს, ხელშეკრულებას სახელფასო პროგრამით მომსახურების შესახებ, მოწმეთა დაკითხვის ოქმებს, თბილისის განვითარების განვითარების ფონდის საბანკო ანგარიშიდან 34 000 000 ლარის ნაღდი ფულით გატანის სალაროს ჩეკებს, თბილისის განვითარების ფონდსა და შპს „farTi haussa“ და შპს „siTi ivenTs“ შორის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს მოიცავს.

ლინკი - http://is.ge/News/2305

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულები არიან თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა - კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.