დავით უსუფაშვილი -

დავით უსუფაშვილი - "ნაციონალებში" პრაიმერის საშუალებით თუ გამოვლინდება ახალი ლიდერი, ამას მივესალმები

"ნაციონალურ მოძრაობაში" თუ პრაიმერის საშუალებით გამოვლინდება ის ახალი ლიდერი, რომელიც "ნაციონალებს" გაუძღვება ამ არჩევნებზე და შემდგომშიც , მე, პირადად მივესალმები პარტიულ კონკურენციას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პოლიტიკურ პარტიას, საკმაოდ რთული ვითარება აქვს.

"თუ "ნაციონალებმა" გადაწყვიტეს, რომ პრაიმერის საშუალებით გამოვლინდება ის ახალი ლიდერი, რომელიც "ნაციონალებს" გაუძღვება ამ არჩევნებზე და შემდგომში, მე, პირადად მივესალმები პარტიულ კონკურენციას. "ნაციონალური მოძრაობა" ამ თვალსაზირისით, ოდნავ დემოკრატიულად მოწყობილი რომ ყოფილიყო შიგნით, შესაძლოა, ტრაგიკული შეცდომები არ დაეშვა ქვეყნისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. ასე, რომ ეს ჩვეულებრივი პარტიული ცხოვრების გარკვეული ეტაპია მათთვის.ამიტომ, რაიმე განსაკუთრებული მოსაზრებები და ემოციები ამასთან დაკავშირებით არ მაქვს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრაიმერში მონაწილე 4 კანდიდატი დაასახელა. ესენია: დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და გიორგი ბარამიძე.