მერიის დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

მერიის დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

თბილისის მერიის ოთხ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ოთხივე დაკავებულს, რომლებიც ე.წ. მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან , განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავებიან, რასაც ბრალდებულები არ აღიარებენ.

აღმკვეთი ღონისძიების განსაზღვრაზე, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დაკავებულების ადვოკატების დანცხადებით, მათი დაკავების წუთიდან არაერთი პროცედურული დარღვევა გამოვლინდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატები აპირებენ მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება დაწერონ.

ამ დროისათვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებიან მერის მოადგილე დავით ალავიძე, შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ალექსი თაბუაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხაიძე.

კიდევ ერთი ბრალდებული, "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე კი, იძებნება.