ანაკლიაში 7 მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს

ანაკლიაში 7 მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს

გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ "მწვანე სარტყელი" ანაკლიაში, დაცულ ტერიტორიაზე, 7 მკვდარი დელფინი აღმოაჩინა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით , სავარაუდოდ, დელფინები მეთევზეების ბადეში მოყვნენ, რის შემდეგაც დაიხოცნენ და მკვდარი დელფინები სანაპიროზე მეთევზეებმა დაყარეს.

სავარაუდოდ, თევზჭერა აკრძალული ბადეებით მიმდინარეობდა. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ისინი ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს მიაწვდიან.