"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში მონაწილე კანდიდატები პარტიის 5-5 კაციანმა ჯგუფებმა წარადგინეს

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, რომლებიც საპრეზიდენტო პრაიმერში მიიღებენ მონაწილეობას, პარტიის 5-5 კაციანმა ჯგუფებმა წარადგინეს. ზურაბ ჯაფარიძე კანდიდატად პავლე კუბლაშვილმა , გიორგი მელაძემ, მარიამ საჯაიამ, ლევან ბეჟაშვილმა და გოგა ხაჩიძემ წარადგინეს.

დავით ბაქრაძის კანდიდატურა კი - გიორგი ვაშაძემ, გიორგი ღვინიაშვილმა, პაატა ლეჟავამ, დავით დარჩიაშვილმა და ტარიელ ლონდარიძემ.

პრაიმერში საპრეზიდენტო კანდიდატად შოთა მალაშხია კაკი ბობოხიძის, ზაზა კედელაშვილის, დავით საყვარელიძის, ომარ მეგრელიძისა და ვახტანგ ლემონჯავას ჯგუფმა დაასახელა.

იმ ჯგუფში კი, რომელმაც კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინა, გიორგი წერეთელი, ხათუნა გოგორიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, გიორგი თევდორაძე და სერგო რატიანი შედიან.