ბიძინა ივანიშვილი 3 ივლისს ჟურნალისტებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი 3 ივლისს ჟურნალისტებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას გამართავს. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით , მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია 3 ივლისს გაიმართება.

ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას ტრადიციული ხასიათი აქვს და ის თითქმის ყოველთვიურად იმართება. მასზე პრემიერი ჯერ მთავრობის საქმიანობას აფასებს, შემდეგ კი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პასუხობს.