გიორგი ცაგარეიშვილი - გიორგი მარგველაშვილს

გიორგი ცაგარეიშვილი - გიორგი მარგველაშვილს "ნაციონალებიდან" უპირისპირდებიან კრიმინალები ან კრიმინალთა მფარველები

საპარლამენტო უმრავლესობის წამორმომადგენლის, გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს "ნაციონალური მოძრაობიდან" უპირისპირდებიან ან კრიმინალები ან კრიმინალთა მფარველები.

ასე აფასებს დეპუტატი ოპონენტების მიერ დასახელებულ პრეზიდენტობის კანდიდატებს და მათ დაგეგმილ პრაიმერთან დაკავშირებით კონკრეტულ რჩევებსაც აძლევს.

"ვფიქრობ, პრეზიდენტობის კანდიდატთა იმ ჩამონათვალს, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს დაასახელა მათი რამდენიმე "ღირსეული" წარმომადგენელი აკლია. ესენია: სოსო თოფურიძე, იგორ მელნიკოვი, მეგის ქარდავა. ვერ გავიგე რა დააშავეს მიხეილ მაჭავარიანმა, კაკო ბობოხიძემ და თუნდაც ჩიორა თაქთაქიშვილმა. ამის შემდეგ ნამდვილად კონკურენტუნარიანი პრაიმერი გაიმართებოდა. "ნაციონალურ მოძრაობას" ასევე ვურჩევ, რომ პრაიმერის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად დანიშნოს "ღვაწლმოსილი" გამყალბებელი ხათუნა გოგორიშვილი, თუმცა მის მოვალეობას ასევ ბრწყინვალედ შეასრულებს ბატონი ლევან თარხნიშვილი - ასევე ცნობილი ყალბის მქმნელი. ამ ადამიანების ფონზე, მათგან რაიმე სერიოზულ კონკურენციაზე საუბარი არათუ სასაცილოა, არამედ სამარცხვინოა. პრინციპში, გიორგი მარგველაშვილს "ნაციონალური მოძრაობიდან" უპირისპირდებიან ან კრიმინალები, ან კრიმინალთა მფარველები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი ცაგარეიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში 4 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

ესენი არიან: დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია.