სახალხო დამცველი შს მინისტრს მიმართავს

სახალხო დამცველი შს მინისტრს მიმართავს

სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მოახდინოს პოლიციის მობილიზაცია და მორიგეობა დააწესოს სოფელ სამთაწყაროში სულიკო ხოზრევანიძის სახლთან.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. მოგვიანებით, სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ლოცვის ადგილას და უკმაყოფილება გამოხატა ლოცვის ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მოსახლეობა შეიკრიბა ადგილობრივ მუსლიმური თემის მოლა სულიკო ხოზრევანიძის სახლთან და მოითხოვს მის გამოსვლას. სოფელში დაძაბული ვითარებაა და არის ფიზიკური ზეწოლის საშიშროება.

სამთაწყაროში, მუსლიმური სახლის ფუნქციონირების მოწინააღმდეგე მოსახლეობა ადგილობრივ მუსლიმური თემის მოლა სულიკო ხოზრევანიძის ოჯახს გუშინ საღამოს თავს დაესხა.
ისინი ხოზრევანიძეებს ლოცვის შეწყვეტას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური განადგურებითა და სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ.