ჯოზეფ დანფორდი - ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები, მამაცები და კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან

ჯოზეფ დანფორდი - ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები, მამაცები და კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან

ISAF-ის ოპერაციის ხელმძღვანელი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი გაზეთ NEW YORK TIMES-ში ქართველი ჯარისკაცების მისამართით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, კობა ლიკლიკაძის შეკითხვაზე - რატომ არავინ უარყო ოფიციალურად "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული მასალა, რომლის მიხედვითაც, ქართველი ჯარისკაცები მძარცველები, ქურდები არიან და ცუდი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან, გენერალმა დანფორდმა აღნიშნა, რომ ამ განცხადების გაკეთებას სწორედ დღისთვის აპირებდა.

მისივე თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები, მამაცები და კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან.

"ზუსტად ამას გავაკეთებ ახლა, უარვყოფ იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში. პირადი გამოცდილებით, საქართველოს არმიასთან ურთიერთობის 20 წლის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ამას ადასტურებს ის 10 წელი, რომელიც მე ვმსახურობ ქართულ სამხედროებთან ერთად ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში. ქართველი ჯარისკაცები არიან კომპეტენტურები, სრულიად პროფესიონალურები და მამაცები. ნამდვილად, ავღანელ ხალხთან კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველ ჯარისკაცებს", - აღნიშნა ჯოზეფ დანფორდმა.
გენერალმა ჟურნალისტებთან აღნიშნული განცხადება ბათუმის "შერატონში", თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.