ნინოწმინდაში ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით, რემდენიმე პირი, მათ შორის ამნისტიით გათავისუფლებული ვაჰაგან ჩახალიანის ძმა, არმენ ჩახალიანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახალიანთან ერთად, იგივე ბრალდებით, 3 პირია დაკავებული.
საქმე აღძრულია სისლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ნინოწმინდაში ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. ვითარება სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს.