დავით ბაქრაძე - ის, რომ ქვეყანაში რაღაც ათი წლის წინ ხდებოდა, იმის გამართლება არ არის, რომ დღესაც მოხდეს

დავით ბაქრაძე - ის, რომ ქვეყანაში რაღაც ათი წლის წინ ხდებოდა, იმის გამართლება არ არის, რომ დღესაც მოხდეს

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მმართველ გუნდს ურჩევს, მათ მიერ დაშვებული შეცდომა გაითვალისწინონ და სამართალდამცველებს დანაშაულზე არ გადაეფარონ.

აღნიშნული განცხადება ბაქრაძემ გადაცემა "პოზიციაში", დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების დაკავებაზე საუბრისას გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულს.

"იმის მაგივრად, პოლიტიკოსებმა თქვან, რომ რაც მოხდა, არის დანაშაული, ადამიანები უკანონოდ დააკავეს და დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი, მთელი დღე ვხედავთ მომხდარის გამართლებას. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემები იწყებოდა მაშინ, როცა პოლიტიკური გუნდი სამართლდამცავების არასწორი მოქმედებების გამართლებას იწყებდა. დღევანდელ ხელისუფლებას გულწრფელად ვურჩევ, რომ როდესაც სამართლდამცავი სტრუქტურები ასეთ შეცდომას და ასეთ დანაშაულს ჩაიდენს, ნუ გადაეფარებით, ნუ დაიცავთ. პირიქით, თქვით, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას. საუბარია იმაზე, რომ ეს ათი წლის წინ ხდებოდა. ეს ხდებოდა, ეს იყო ჩვენი დიდი შეცდომა, ამ შეცდომაზე ჩვენ პასუხი ვაგეთ. ის, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ათი წლის წინ ხდებოდა, იმის გამართლება არ არის, რომ დღეს მოხდეს. თუ მთავრობა დღეს ეჯიბრება ათი წლის წინანდელ საქართველოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყანა მიჰყავს უკან და არა წინ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.