დავით ზურაბიშვილი - ბანკომატის კადრები იდიოტიზმს ადასტურებს

დავით ზურაბიშვილი - ბანკომატის კადრები იდიოტიზმს ადასტურებს

განათლების მინისტრის მოადილე დავით ზურაბიშვილისთვის გაუგებარია "ბანკომატიდან ფულის გამოტანა ვის იდიოტიზმს ადასტურებს". ზურაბიშვილმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი რადიო თავისუფლების ბლოგერის, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილის ”ფეისბუქის” პოსტზე გააკეთა.

"უკაცრავად გახლავართ, მაგრამ იმ ბანკომატის კადრები რას ადასტურებს, კარგად ვერ გავიგე და ხომ ვერ ამიხსნით?", - დაწერა ანდრონიკაშვილმა, რაზეც დავით ზურაბიშვილმა უპასუხა:

"იდიოტიზმს ადასტურებს. ვისას, ნუ მკითხავ".

კომენატარს ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძეც გამოეხმაურა.

"ადასტურებს იმას, რომ ფული ბანკომატიდან აღტკინების გარეშე უნდა გამოიტანო", - დაწერა კვესიტაძემ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებით და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი.

თვალსაჩინოებისთვის, ბრიფინგზე წარმოადგინეს ვიდეომასალა, რომელიც საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესშია მოპოვებული და მათივე ინფორმაციით, მასზე ასახული არიან მაღალჩინოსანი მოხელეები, რომლებიც პლასტიკური ბარათებით იღებენ თბილისელებისგან გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს.

კადრებში ასახული არიან: დავით ავალიანი - მთაწმინდის რაიონის გამგებელი, ანდრო ალავიძე - 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტარი, გიორგი გოდაბრელიძე - 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტარი და სხვა მაღალი თანამდებობების პირები