პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ამოწურვისა და კენჭისყრების შემდეგ, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და ამით საგაზაფხულო სესია დახურულად გამოცხადდა. სესიის დახურვა უმცირესობის გარეშე მოხდა. 

რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია, რომელიც თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება, ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. შესაბამისად, დღევანდელი პლენარული სხდომა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ბოლო სხდომა იყო.

თუმცა, საგაზაფხულო სესიის დასრულების მიუხედავად, დეპუტატები მუშაობას რიგგარეშე სესიის ფორმატში განაგრძობენ. რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს.