რადიო ჰერეთი პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მიმართავს

რადიო ჰერეთი პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მიმართავს

რადიო ჰერეთის ლიცენზირების პრობლემატიკით საქართველოს კომუნიკეციებისეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებოკომისიია დაინტერესდა. თინათინ ხიდაშელმა სხვა მაუწყებლებთან ერთადწერილი რადიო ჰერეთსაც გამოუგზავნა. 

რადიო ჰერეთი სრულად გთავაზობთ რადიოსადგურის დირექტორის თამაზ სამხარაძის მიერგაგზავნილ წერილს პარლამენტში.

" ქალბატონო თინათინ,უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა დაინტერებისთვის!აქვეგამოვხატავთ ღრმა რწმენას, რომ თქვენი კომისია დეტალურად დააკვირდება და შეისწავლისკომუნიკაციების სფეროში მიმდინარე პროცესებს, გამოიძიებს მთელ რიგ დარღვევებს,რომელიც კომუნიკაციების კომისიის მხრიდან არაერთხელ მომხდარა.

შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი”(რადიო ჰერეთი, ლიცენზიის ნომერი B95) კახეთისრეგიონში ლაგოდეხიდან უკვე 15 წელია მაუწყებლობს. ჰერეთი, დღიდან დაარსებისა,დამოუკუდებელი რადიოსადგურია და მისი 100% წილის მფლობელია რამაზ სამხარაძე.

რომ არა საზოგადოების, საერთაშორისო ფონდების დიდი ძალისხმევა და მხარდაჭერა, 2007წელს, “ტელეიმედის” დარბევის შემდეგ, ჰერეთი ლიცენზიის გარეშე დარჩებოდა.

სწორედ ის დრო იყო, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი,ისაკო ცქიფურიშვილი ლიცენზიისჩამორთმევით რომ გვემუქრებოდა, თუ ეთერში არ შევწყვეტდით ოპოზიციური აზრისტირაჟირებას.

მაშინ, ცქიფურიშვილი ჩვენს კომპანიაში გოჩა მამაცაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავითკირკიტაძის სახელით მოვიდა. მუქარა, დაშინების მცდელობა, თანხების შემოთავაზება -მოკლედ, ყველა ხერხი სცადა, როგორმე ჩვენთვის სიმართლის თქმა რომ მოეშლევინებინა.(ჩვენ, პირიქით, ეს ჩანაწერები მაშინ ეთერში გამოვამზიურეთ)

მართლაც, მალევე კომისიამ (თითქოსდა უკანონო მაუწყებლობისთვის) ყოველგვარსამართლებრივი რეგულაციების უგუვებელყოფით, “ჰერეთისთვის” სანქციის დაწესებამოინდომა, თუმცა მოგვიანებით სახალხო დამცველისა და საელჩოების აქტიური ჩარევით, ჩვენკვლავ ეთერში დავრჩით. ეს ფაქტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიცაა ასახული.

უკვე მეშვიდე წელია “ჰერეთი” თბილისზეც ითხოვს მაუწყებლობას, თუმცა უშედეგოდ.რადიოლიცენზიის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კონკურსში ჩვენ 2011წლის 30 სექტემბერს ვღებულობდით მონაწილეობას, თუმცა კომისიამ უპირატესობა “მედიაჰაუს დეკომს” (რადიო “ცხელი შოკოლადი”) მიანიჭა.

შედეგები სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა არც 2 ინსტანციის სასამართლომ არდააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა.

ათზე მეტი დადასტურებული მტკიცებულება არსებობდა იმის, რომ კომუნიკაციებისმარეგულირებელი კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდაგაუქმებულიყო, რადგან ცალსახად დარღვეულია საქართველოს კანონი „მაუწყებლობისშესახებ“, დარღვეული იყო ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულიკონკურსის პირობები, დაირღვა საზოგადოებრივი აზრის კვლევისას გამოვლენილიმოთხოვნები, რომელიც მარეგულირებელი კომისიის დაკვეთით ჩატარდა და რომელიც ამკონკურსის პირობებს დაედო საფუძვლად.

კერძოდ, ეს გახლავთ პროგრამული მრავალფეროვნება და ასევე მაუწყებელში ინფორმაციისარსებობა. ასევე დაფიქსირდა მთელი რიგი პროცესუალური დარღვევებისა, რაცკომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საბუთების წარდგენას ეხებოდა.

მთელი წლისა და ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ეს დავა და სწორედ სასამართლოზეგახდა ცნობილი, რომ „მედია ჰაუს დეკომის“, იგივე რადიო „ცხელი შოკოლადის“დამფუძნებელი სინამდვილეში იყო არა სს „ვიდოფონი“, არამედ სხვა კომპანია, რომლისშესახებაც ინფორმაცია არ ჰქონდა არც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, არცსაჯარო რეესტრს და საერთოდ, არავის.

უფრო მეტიც, სასამართლოზევე ხდებოდა სს „ვიდოფონის“ სახელით წერილების გამოგზავნამაშინ, როდესაც აღნიშნული კომპანია 2010 წლიდან აღარ ატარებდა ამ სახელს.

კომისიამ საერთოდ არ გადაამოწმა იყო თუ არა აღნიშნული კომპანია ოფშორშირეგისტრირებული, მაშინ როცა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლიმარეგულირებელს პირდაპირ ავალდებულებდა ამ ინფორმაციის გადამოწმებას.

ამ კომპანიას რადიოს მიმართულებით მედია-სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.როდესაც კონცეფციების გარჩევა იყო, აღმოჩნდა, რომ მათ ელემენტარული ტერმინებისმნიშვნელობაც კი არ იცოდნენ.

თბილისში 1 თავისუფალი რადიო სიხშირეა, რომელზეც კონკურსი უკვე გამოცხადდა.
რადიო “ჰერეთი” კვლავ იღებს მონაწილეობას კომკურსში, რომელიც დაგეგმილა 2013 წლის 26აგვისტოს.

ჩვენი დიდი თხოვნაა თვალყური მიადევნოთ აღნიშნულ კონკურსს, მოავლინოთ თქვენიწარმომადგენელი დასასწრებად, რადგან ბოლოს და ბოლოს სამართლიანად მოხდეს მისიწარმართვა. " - ნათქვამია წერლში რომელიც რადიო ჰერეთის დირექტორმა თამაზსამხარაძემ დროებით საგამოძიებო კომისიას გაუგზავნა.