სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის შემოწმების აქტი უახლოეს ხანში გამოქვეყნდება

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის შემოწმების აქტი უახლოეს ხანში გამოქვეყნდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური და მთავარი პროკურატურა პრეზიდენტის ხარჯებთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ამოწმებს. 

როგორც პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის 2012 წლის ანგარიშის განხილვისას გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, შესაბამისი აქტი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემოწმება მიმდინარეობს მთავარ პროკურატურასთან ერთად. ამ პროცესში არიან ჩართულები ჩვენი აუდიტორები. საუბარია პრეზიდენტის ხარჯებზე. უახლოეს მომავალში იქნება შედგენილი აქტი, რომელიც სამართალდამცველებთან ერთად საბოლოო ჯამში იქნება გამოქვეყნებული და გასაჯაროებული", - აღნიშნა თორდიამ.