კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ანგარიში წარადგინა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ანგარიში წარადგინა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმიანობის მოკლე ანგარიში წარადგინა. როგორც კომისიის მდივანმა, ანი მიროტაძემ განაცხადა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგამოძიებო კომისიის ექსპერტების მიერ მომზადებულია 20 განცხადება. ასევე სხვადასხვა უწყებიდან მიღებულია პასუხები. 

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მომზადებული კვლევების პრეზენტაციაც გაიმართა.

ერთი კვლევა 2012 წლის აპრილიდან 2013 წლის თებერვლამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკული საქმიანობის მონიტორინგს შეეხება. მეორე კვლევაში კი 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის იანვრამდე კომისიის საქმიანობას მოიცავს.

კვლევის მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ჩიქოვანის ყოფნა ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენდა.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, დადგინდა, რომ კომისიის თავმჯდომარის მფლობელობაში არსებული კომპანია შპს "მაგი სტილი მედია" ამზადებდა და სატელევიზიო მაუწყებლის ეთერში ათავსებდა რეკლამებს ჩიქოვანის თავმჯდომარეობის პერიოდში.

კვლევაში ასევე საუბარია სხვა აღმოჩენილ დარღვევებზეც.