მთავრობაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ერთიანი სისტემის შექმნის საკითხი განიხილება

მთავრობაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ერთიანი სისტემის შექმნის საკითხი განიხილება

მთავრობაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ერთიანი სისტემის - სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხი განიხილება , რომელიც სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს გააერთიანებს. 

განიხილება საკითხი იმის შესახებაც, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მიეცეს საშუალება, თავად გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ესა თუ ის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

მთავრობის ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წევრებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელმა ივანე კიღურაძემ მიაწოდა, რომლის მიერ ინიცირებული კანონპროექტიც სწორედ აღნიშნულს შეეხება. კიღურაძის თქმით, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ მთავრობაში სერიოზული კონსულტაციები მიმდინარეობს.

რაც შეეხება საკუთრივ კანონპროექტს, ცვლილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონში შედის, რომლის გათვალისწინებითაც, განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა იქნება შესაძლებელი, რაც თავის მხრივ, პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოხდება.

"კანონპროექტის მიღება გვაძლევს საშუალებას, რომ სამეცნიერო-კველვითი დაწესებულებები ჩიხური სიტუაციიდან გამოვიყვანოთ - დაარსდეს ერთიანი სისტემა, რომელსაც ექნება საშუალება, საჭიროების შემთხვევაში უმაღლეს პირთან შეთანხებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალი კვლევითი ინსტიტუტი დაარსოს. ასეთივე საშუალება მიეცემათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს" - განაცხადა კიღურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.